რუანში, წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში 16 მაისს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) ჩაატარებს — მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
16 მაისს, შაბათს, საფრანგეთის ქალაქ რუანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. ღვთისმსახურებას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღავლენს.
მსახურება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება. სამრევლო მრევლსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ლოცვაზე დასასწრებად იწვევს.
წირვა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
📍 8 Rue de l’Industrie, 76100 Rouen, France.
სამრევლოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მსახურებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ სულიერი გაძლიერების, არამედ ერთმანეთთან შეხვედრისა და ერთობის შესაძლებლობასაც ქმნის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.