ნიჟნი ნოვგოროდში აკურთხეს რუსეთში ყველაზე დიდი ქართული სტილის ეკლესია
წირვის დროს ზოგიერთი საგალობელი და ლოცვა შესრულდა ქართულ ენაზე, ხოლო ეპისტოლე წაიკითხა ქველმოქმედმა მერაბ ქარდავამ.
2026 წლის 6 მაისს, ნიჟნი ნოვგოროდის მოსკოვსკის ოლქში გაიმართა წმინდა ნინოს, მოციქულთასწორის, საქართველოს განმანათლებლის ეკლესიის კურთხევა.
ნიჟნი ნოვგოროდის მიტროპოლიტის ვებსაიტის ცნობით, სხვა მთავარეპისკოპოსებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ნიჟნი ნოვგოროდისა და არზამას მიტროპოლიტმა გიორგიმ ეკლესია დიდი რიტუალით აკურთხა და შემდეგ ლიტურგია აღავლინა.
ეკლესიის კურთხევაზე დამსწრე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების საპრეზიდენტო საბჭოს წევრი დავით ცეცხლაძე და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ზურაბ ქარდავა.
წირვის დროს რამდენიმე საგალობელი და ლოცვა შესრულდა ქართულ ენაზე, ხოლო ეპისტოლე წაიკითხა ქველმოქმედმა მერაბ ქარდავამ.
ლიტურგიის დასასრულს წმინდა ნინოსა და დიდმოწამე გიორგის სადიდებელი ლოცვა აღავლინეს.
როგორც ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა ტაძრის კურთხევის შემდეგ აღნიშნა, ეკლესია გამოირჩევა „ცენტრალური რუსეთისთვის სრულიად უნიკალური და უჩვეულო არქიტექტურით“.
„ქართულ სტილში აგებული ეკლესია ნიჟნი ნოვგოროდის ნამდვილ მარგალიტად და ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ რელიგიურ ადგილად იქცევა“, - დასძინა რეგიონის გუბერნატორმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — 11 მაისს წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.