ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე აღინიშნა

25 აპრილი 15:26
90
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა ჟამისწირვა და შესრულდა პანაშვიდი მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებლად.

25 აპრილს შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე.

ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინა საღმრთო ჟამისწირვა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძრებში შესრულდა პანაშვიდი მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებლად.

„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა ახალგარდაცვალებულსა მონასა შენსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II_ს“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია მღვდელმოწამე ზენონს, ვერონელ ეპისკოპოსს მოიხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ