საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს — სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდი ოფიციალურ ლოგოს უკანონოდ იყენებს

21 აპრილი 17:14
252
სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ

„საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“ საპატრიარქოს არ ეკუთვნის და მისი წარმომავლობა უცნობია.

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც არამართებულად იყენებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს საპატრიარქოს ოფიციალურ საკომუნიკაციო არხს. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ გვერდი მათთან კავშირში არ არის და უცნობია, თუ ვინ მართავს მას.

ლოგოს უკანონოდ გამოყენება სერიოზულ დარღვევად განიხილება, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებენ სიფრთხილისკენ. მოქალაქეებს ურჩევენ, არ გამოიწერონ აღნიშნული გვერდი და შესაბამის პლატფორმაზე დაარეპორტონ, რათა თავიდან იქნას აცილებული დეზინფორმაციის გავრცელება.

საპატრიარქო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ დამოწმებული და ავტორიზებული არხებით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა დავითმა ძველი შუამთის მონასტერში საღვთო ლიტურგია აღასრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ