ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედა ენის დღე აღინიშნა

21 აპრილი 12:20
126
ღონისძიება ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიიაში.ფოტო: გიმნაზიის ფეისბუქ გვერდი ღონისძიება ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიიაში.ფოტო: გიმნაზიის ფეისბუქ გვერდი

მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსისა და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქალბატონმა მარინე ხვედელიძემ უზრუნველყო. აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი — ქალბატონი ნინო ხარაძე), რომლებმაც მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, მხატვრული ნომრები და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რომლებიც ქართული ენის მნიშვნელობასა და მის უნიკალურობას უსვამდა ხაზს. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენის სიყვარულის გაღვივება და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება.

დამსწრეებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება და აღნიშნეს მსგავსი აქტივობების მნიშვნელობა მოზარდების სულიერ-კულტურული აღზრდის საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე მიტროპოლიტმა დავითმა ძველი შუამთის მონასტერში საღვთო ლიტურგია აღასრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ