სიონის ტაძარში მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდი პანაშვიდი აღესრულება
მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გაუძღვება.
დღეს, 21 აპრილს, 13:00 საათზე, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი აღესრულება.
საღვთო მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გადაიხდის.
პანაშვიდის მსვლელობისას ასევე აღესრულება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ტაძარში შეკრებილი მრევლი ტრადიციულად მოიხსენებს გარდაცვლილთა სულებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი გამართავს დიალოგს, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.