მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციამ სიონში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდი პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადაიხადა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები სიონის საპატრიარქო ტაძარს ეწვივნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათელ სულს პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გადაიხადა.
ვიზიტის ფარგლებში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლსა და მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა:
,,ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პროექტის ფარგლებში, რათა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოგვეხატა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II_ის გარდაცვალების გამო, 18 წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი აწ გარდაცვლილ პატრიარქს და მიხარია რომ დღესაც იგი ქართველი ერისთბის ერთიანობის სიმბოლოდ რჩება. მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობია ფუნდამენტურ ელემენტს, მოწმუნე ხალხის სიყვარული პატრიარქის მიმართ განსაკუთრებით გამოიხატა, მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით. ამავდროულად პატრიარქ ილია II_ის ავტორიტეტსა და სულიერ ნათებას მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც გამოიხატა იმაშიც რომ მისი დაკრძალვის ცერემონიას ყოვლად უწმინდესი მსოფლიო პატრარქი პართლომეოს ხელმძღვანელობდა.”
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ალის კვირაცხოვლის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა.