ქარელის მუნიციპალიტეტში სქემმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი) გარდაიცვალა
სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წევრს სამშაბათს, 21 აპრილს, მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.
2026 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მოსე (კოკოლიშვილი).
განსვენებული ბერი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მონასტრულ ცხოვრებას და თავისი მოღვაწეობით ერთგულად იდგა ეკლესიისა და საძმოს სამსახურში.
სქემმონაზონი მოსეს დაკრძალვა გაიმართება სამშაბათს, 21 აპრილს, ამავე მონასტრის ეზოში.
მართლმადიდებელი ჟურნალისტთა სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
მორწმუნეები და სასულიერო პირები ლოცვით იხსენებენ ახლად შესვენებულ ბერს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს.