მიტროპოლიტმა იობმა 6000-თა ღირსმოწამე გარეჯელ მამათა ხსენების დღეს დავით გარეჯის მონასტრები მოილოცა
ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 16 აპრილს სავანეებში ლოცვით აღნიშნა გარეჯელ ღირსმოწამეთა ხსენება.
2026 წლის 16 აპრილს, 6000-თა ღირსმოწამე გარეჯელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მოილოცა დავით გარეჯისა და დოდო გარეჯის მონასტრები.
მიტროპოლიტმა იობმა სავანეებში აღავლინა ლოცვა და პატივი მიაგო გარეჯის წმინდა მამათა ღვაწლსა და მოწამეობრივ აღსასრულს.
ღირსმოწამე გარეჯელი მამების ხსენება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება და უკავშირდება მათ სულიერ მემკვიდრეობას, ასკეტურ მოღვაწეობასა და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებამ პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი აღავლინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09