მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო წირვას აღავლენს
საღმრთო ლიტურგია ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 14 აპრილს, 10:00 საათზე გაიმართება.
2026 წლის 14 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
საღმრთო მსახურებაში მონაწილეობ ას მიიღებს სამღვდელოება და მრევლი. აღნიშნული დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მორწმუნეთათვის და ტრადიციულად მრავალი ადამიანი იკრიბება მახათას მთაზე, რათა ივერიის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ილოცოს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, საფლავთა კურთხევის დღეს პანაშვიდი ლევილის მამულიშვილთა პანთეონში აღევლინა.