გივი მიქანაძე ფილადელფიაში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

14 აპრილი 09:34
108
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში. ფოტო: განათლების სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში. ფოტო: განათლების სამინისტრო

სააღდგომო მსახურება წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარმა აღავლინა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო ღვთისმსახურება ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი) აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლმა და სტუმრებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ერთმანეთს და აღნიშნეს ქართული დიასპორის ერთიანობისა და სულიერი კავშირის მნიშვნელობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთში დიდ პარასკევს მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ