ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზი წელს სააღდგომო მიმართვას არ გაავრცელებს
გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II ხშირად არ აქვეყნებდა სააღდგომო მიმართვას და ამას მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დროს აკეთებდა.
გზავნილში მეფემ ქრისტეზე ისაუბრა და განაცხადა: „დიდ ხუთშაბათს იესომ მუხლი მოიყარა და ფეხები დაბანა მათ, ვინც მას შემდეგ მიატოვებდა. მისი თავმდაბალი ქმედება მისი სიყვარულის ნიშანი იყო, რომელსაც საზღვრები არ ჰქონდა და ქრისტიანული რწმენის ა,ოსავალი წერტილია“.
77 წლის მეფე ჩარლზმა ასევე ისაუბრა იუდაიზმსა და ისლამზე და დასძინა: „სიყვარული, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნის დროს გამოავლინა, ასახავდა უცხო ადამიანებისა და გაჭირვებულებისადმი ზრუნვის ებრაულ ეთიკას, ღრმა ადამიანურ ინსტინქტს, რომელიც ისლამსა და სხვა რელიგიურ ტრადიციებსა და ყველას გულებშია გამოძახილი, ვინც სხვებში სიკეთეს ეძებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სააღდგომო გზავნილი არ გაუვრცელებიათ, მეფე და დედოფალი კამილა ჩრდილოეთ უელსში გაემგზავრნენ დიდი ხუთშაბათის აღსანიშნავად.
შეტყობინებას თან ახლდა გრაფიკული წარწერა „რამადან მუბარაკი“, რაც არაბული ფრაზაა და ნიშნავს „კურთხეულ რამადანს“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.