რენეში ბზობის დღესასწაული ღამისთევის მსახურებით აღინიშნა
მსახურებას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი უძღვებოდა; დღესასწაული ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.
ქალაქ რენეს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ბზობის საუფლო დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა. ღამისთევის მსახურება 4-5 აპრილს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გაიმართა.
ღვთისმსახურებას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი უძღვებოდა. მრევლმა ბზობის დღესასწაული ლოცვითა და ტრადიციული რიტუალებით აღნიშნა.
ბზობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში უკავშირდება და ლაზარეს შაბათის შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ბზის ტოტებით ულოცავენ, რაც სიცოცხლისა და მარადიულობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
დღესასწაული ასევე უკავშირდება ლაზარეს აღდგომის გახსენებას და იმ სიხარულს, რომლითაც ხალხი შეეგება მაცხოვარს სიტყვებით: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“
ბზობა მორწმუნეებს ქრისტეს სიყვარულის, ერთგულებისა და სინანულისკენ მოუწოდებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბზობის დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.