იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III: მიუხედავად საფრთხისა, 11 აპრილს უფლის საფლავის ტაძარში ლოცვა ჩატარდება
დაბომბვის, შეზღუდვების და დაცარიელებული ძველი ქალაქის ფონზე, პატრიარქი აცხადებს — „რწმენა არ ჩერდება“.
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 11 აპრილს უფლის საფლავის ტაძარში ლოცვა აუცილებლად ჩატარდება, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა და უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობისა.
პატრიარქის განცხადებით, მაშინაც კი, თუ ხელისუფლება მომლოცველებისთვის ტაძარში შესვლას შეზღუდავს, იგი მაინც მივა საკურთხეველთან და აღავლენს ლოცვას, როგორც ეს პანდემიის პერიოდში გააკეთა.
ამ დროისთვის იერუსალიმის ძველი ქალაქი თითქმის დაცარიელებულია. ქუჩებში სიჩუმეს მხოლოდ სირენების ხმა არღვევს. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვისა და დაძაბული ვითარების ფონზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი ფიქსირდება რაკეტების ნამსხვრევების დაცემა.
მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, ეკლესია არ წყვეტს მსახურებას. პატრიარქის გზავნილი მკაფიოა — რწმენა არ არის დამოკიდებული კომფორტსა და უსაფრთხოებაზე; იგი ძლიერდება სწორედ მაშინ, როცა განსაცდელი და საფრთხე მატულობს.
როგორც სასულიერო პირები აღნიშნავენ, ლოცვა გაგრძელდება ნებისმიერ ვითარებაში, რადგან რწმენა არის ის ძალა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე დანიელი: საკუთარ კანდიდატურას პატრიარქობისთვის არ დავაყენებ.