ვაშინგტონში საქართველოს პირველმა ლედიმ ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა

27 მარტი 21:22
243
თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში იმყოფება. ფოტო: 1tv.ge თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში იმყოფება. ფოტო: 1tv.ge

თამარ ბაგრატიონი ქართული დელეგაციასთან ერთად დაესწრო ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას ეწვია, სადაც ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა.

ვიზიტის დროს, აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ აღასრულა.

როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის მონახულება და იქ შეკრებილ ქართველებთან შეხვედრა.
„ვაშინგტონში ვეწვიე თამარ მეფის სახელობის ეკლესიას, სადაც მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შევხვდი მრევლს, რომლებიც მონატრებული, შეყვარებული ქართველები არიან. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადამეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა, ყველა ქართველს, უცხოეთში თუ საქართველოში, ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

მჟკ წერდა, მიხეილ ყაველაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ