ხაშურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში საკვირაო მსახურებას ეპისკოპოსი სვიმეონი აღავლენს
საღვთო ლიტურგია 22 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება, წირვის დასრულების შემდეგ კი შენდობის წესი შესრულდება.
კვირას, 22 თებერვალს, ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღვთო ლიტურგიას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღავლენს.
საღვთო მსახურება 10:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა მორწმუნეს.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შესრულდება შენდობის წესი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, დიდი მარხვის დაწყების წინ განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ატარებს და მორწმუნეებს ურთიერთშენდობისა და სულიერი განწმენდისკენ მოუწოდებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, შეხვედრა დეკანოზ საბა ჭიკაიძესთან, თემა- უკრაინაში მიმდინარე ომი და ქრისტიანული ოჯახის მნიშვნელობა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09