ქართული უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის

2824
17 თებერვალი 11:28
27
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად. ფოტო: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვედრის მონაწილეებთან ერთად. ფოტო: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

შეხვედრაში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი მონაწილეობდა — NKU-ის დელეგაცია თბილისში ვიზიტს გეგმავს.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (NKU) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი).

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორები და მაღალი დონის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან თბილისს. ვიზიტის მიზანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება, ახალი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაფართოება.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების ეფექტიან გაზიარებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ტყიბულის სოფელ კურსებში მორჩილი გაბრიელ გოგელაშვილი ბერად აღიკვეცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ