წყალტუბოში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ჩემი მფარველი წმინდანი“

16 თებერვალი 17:20
153
ქუთათელ-გაენათელი  მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია

კონფერენციაზე წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემა წმინდა გიორგის, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოსა და ქართველთა ცნობიერების ხატის შესახებ.

2026 წლის 3 თებერვალს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე – „ჩემი მფარველი წმინდანი“. ღონისძიებაში საპატრიარქოს სხვადასხვა სასწავლებელთან ერთად მონაწილეობდა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია, რომლის დირექტორია ქალბატონი მანანა ნაჭყებია.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა წარადგინეს თემა: „წმიდა გიორგი – მებრძოლი ქრისტიანობის სიმბოლო და ქართველთა ცნობიერების ხატი“. მოხსენებით წარდგნენ XI კლასის მოსწავლე ქეთევან თოდუა, X კლასის მოსწავლე გაბრიელ გვილია და VIII კლასის მოსწავლე ბარბარე ლატარია. თემის ხელმძღვანელები იყვნენ პედაგოგები მზია დარასელია და მაკარ ლაგვილავა.

მომხსენებლებმა მრავალმხრივ წარმოაჩინეს წმიდა გიორგის ქრისტიანული იდეალი, მისი ადგილი ქართულ ცნობიერებაში და იკონოგრაფიულ აზროვნებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეგრელოში წმიდა გიორგის კულტის ისტორიულ და სულიერ რეალიებს. მოსწავლეთა სიღრმისეულმა და გააზრებულმა ინტერპრეტაციებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თან ახლდნენ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის მოძღვრები – დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია და დეკანოზი იოანე აკობია, რომელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში.

ღონისძიების დასასრულს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკლესიის განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების განათლებისა და სულიერი აღზრდისადმი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ