ზესტაფონში ნათლისღების სადღესასწაულო წირვა და დიდი აიაზმა აღესრულა

20 იანვარი 08:25
108
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ახლად აშენებულ აიაზმის ემბაზში პირველად აკურთხა წყალი.

2026 წლის 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურებას მრევლი განსაკუთრებული სულიერი სიხარულით დაესწრო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფემ ტაძრის ეზოში მდებარე ახლად აშენებულ წყალკურთხევის (აიაზმის) ემბაზში პირველად აღასრულა დიდი აიაზმის მსახურება. აღნიშნული ემბაზის აღმშენებელი გახლავთ ბატონი ირაკლი წერეთელი.

წყალკურთხევის შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა, მიულოცა ნათლისღების უდიდესი დღესასწაული და უფლის მადლი და კურთხევა უსურვა თითოეულს.

ნათლისღების დღესასწაული ზესტაფონში განსაკუთრებული მადლითა და საზეიმო განწყობით აღინიშნა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ