ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში საახალწლო პარაკლისი ჩატარდება

13 იანვარი 21:29
153
ბაგრატის ტაძარი. ფოტო: Topnews.com.ge ბაგრატის ტაძარი. ფოტო: Topnews.com.ge

14 იანვარს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის სიონის საკათედრო ტაძარში საახალწლო პარაკლისს აღასრულებს.

14 იანვარს, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში საახალწლო პარაკლისს აღასრულებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს აღნიშნავს წინადაცვეთას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ასევე იხსენიებს წმიდა ბასილი დიდს და მოწამე ბასილი ანკვირელს.

ღვთისმსახურება დაიწყება 16:00 საათზე. პარაკლისზე მორწმუნეები ერთობლივ ლოცვას აღავლენენ ახალი წლის მშვიდობით, მადლითა და სულიერი განახლებით აღსავსედ გატარებისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მონაზვნებს ანგელოზის დღეს ულოცავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ