მეუფე მელქისედეკი ხარაგაულის „სათნოების სახლს” ესტუმრა
ეპარქიის მმართველად დადგინებიდან 11 წლის აღსანიშნავად, მეუფემ ბენეფიციარებს თავად მოემსახურა.
2026 წლის 12 იანვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკს (ხაჩიძე) ეპარქიის მმართველად დადგინებიდან 11 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად მეუფე მელქისედეკი ა(ა).ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს“ ესტუმრა.
ტრადიციისამებრ, მეუფემ დაწესებულებას ფინანსური დახმარება გაუწია, ბენეფიციარებს თავად მოემსახურა და საკუთარი ხელით გადასცა ცხელი სადილი და საკვები პროდუქტები, რითაც მათი დღე გაალამაზა.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია მადლობას უხდის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ თანამშრომლებს და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ შავიძეს, გაწეული შრომისა და თანადგომისთვის.
მართლმადიდებლ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალი იოსებ დამწინდველი, დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი და იაკობ, ძმა უფლისა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
დღეს 10:28