ხარაგაულში ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა აღევლინა

8 იანვარი 13:25
99
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია

სადღესასწაულ მსახურება ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აღასრულა.

დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო საღმრთო ლიტურგია ჩატარდა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა დამსწრე საზოგადოებას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და უფლის მაცხოვნებელი შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მრევლს კი ღვთის წყალობა და კურთხევა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ