8 დეკემბერს, ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში, მეუფე გრიგოლმა პარაკლისი აღავლინა
8 დეკემბერს, ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად სამშობლოს მშვიდობისა და ერთობისათვის ღვთისმსახურება შეასრულა.
2025 წლის 8 დეკემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ფოთის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი აღავლინა ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში.
სავედრებელ ლოცვაზე მეუფემ და სასულიერო პირებმა დედა ღვთისმშობელს შემწეობა და დაცვა შეავედრეს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისთვის.
ლოცვის აღსრულებას მრევლიც შეუერთდა. მორწმუნეებმა განსაკუთრებული გულმოდგინებით ილოცეს საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების დაძლევისა და სამშობლოს წინსვლისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წმინდა 100 000 მოწამის ხსენების დღე სოფელ თორსში აღნიშნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09