ზესტაფონში ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა აღავლინა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
2025 წლის 28 დეკემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურებას ესწრებოდა ადგილობრივი სამღვდელოება და მრევლი. წირვის დასასრულს მეუფე მელქისედეკმა შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, სადაც ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე, რწმენის განმტკიცებისა და ეკლესიურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე.
ქადაგების ბოლოს ეპისკოპოსმა ტაძარში შეკრებილებს დალოცვა მისცა და მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქართული სამოციქულო ეკლესია წმინდა ანგია წინასწარმეტყველის ხსენებას აღნიშნავს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
დღეს 10:28