სტამბოლში ქართულ სამრევლო ტაძარში წლის ბოლო საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღსრულდა
ედირნექაფის წმიდა გიორგი კაბადოკიელის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ტრადიციული აღაპი და საშობაო ღონისძიება „საიდუმლო სანტა“ გაიმართა.
დღეს, 2025 წლის ბოლო კვირა დღეს, სტამბოლის ედირნექაფის წმიდა გიორგი კაბადოკიელის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღსრულდა. ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ქართულმა მრევლმა, რომლებმაც ერთობლივი ლოცვით და მადლიერებით დაასრულეს გასული წელი.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში გაიმართა ტრადიციული აღაპი, რასაც მოჰყვა საშობაო ღონისძიება „საიდუმლო სანტა“. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა და მრევლის წევრებმა ერთმანეთში საშობაო საჩუქრები გაცვალეს.
დღე სავსე იყო სითბოთი, სიხარულითა და მხიარულებით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა სტამბოლში მცხოვრები ქართული სამრევლოს ერთიანობასა და ქრისტიანულ სიყვარულს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ანგარიშის თანახმად, ქრისტიანების მიმართ ძალადობა წმინდა მიწაზე იზრდება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09