ატენის სიონთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად გრძელდება
ატენის ხეობაში დასრულებულია განახლებული ბილიკების, კაფეს, ფანჩატურისა და სხვა ობიექტების მშენებლობა – სამუშაოებს რეგიონში მაღალი თანამდებობის პირები ადგილზე გაეცნენ.
ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად გრძელდება. პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ავტოსადგომი.
2024 წელს დაიწყო ატანის ხეობის მეორე, მასშტაბური განახლების ეტაპი. უკვე დასრულებულია სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის მოწყობა, განახლდა ეკლესიამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, აშენდა კაფე, ფანჩატური, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საეკლესიო მაღაზია.
ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედან, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიზანია ისტორიულ და ტურისტულად მნიშვნელოვან ატენის ხეობაში ვიზიტორთა პირობების გაუმჯობესება და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მღვდელმთავრებმა მიტროპოლიტ სერაფიმეს სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.