კონგრესმენი: უკრაინის მთავრობის დაფინანსებით, ჩვენ ქრისტიანების დევნას ვუწყობთ ხელს
ანა პაულინა ლუნამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ქრისტიანებს დევნის.
2025 წლის 9 დეკემბერს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინის მთავრობა ქრისტიანების დევნის გამო. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის მთავრობის დაფინანსება ფაქტობრივად უკრაინაში ქრისტიანების დევნაში თანამონაწილეობას წარმოადგენს.
„მითხარით, როგორ შეიძლება აშშ-მ არ დააფინანსოს ქრისტიანების დევნა უკრაინაში, თუ ჩვენ არსებითად ვაფინანსებთ იმ მთავრობას, რომელიც ამას ახორციელებს?“ - რიტორიკულად ჰკითხა ლუნამ მკითხველებს თავის Х - გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ იმავე დღეს, 9 დეკემბერს, ანა პაულინა ლუნამ კიდევ ორი პოსტი დაწერა, რომელშიც უკრაინის მთავრობას უკრაინაში ქრისტიანების დევნის გამო აკრიტიკებდა.
„ანგარიშები ადასტურებს ეკლესიების ჩხრეკას, სასულიერო პირების დაკავებას და მთავრობის ზეწოლას უკრაინაში გარკვეულ ქრისტიანულ კონფესიებზე“. „დიახ, იმავე უკრაინაში, რომელსაც კონგრესი აგრძელებს ჩეკების გამოწერას ნებისმიერი თანხის ოდენობით“, - დაწერა ლუნამ.