მიტროპოლიტმა ილარიონმა წმ. ილარიონ ქართველის ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა

2 დეკემბერი 2025 15:27
243
ღვთისმსახურება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ღვთისმსახურება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მიტროპოლიტ ილარიონს მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს ულოცავენ.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის ტაძარში. მიტროპოლიტს თანამსახურებდნენ ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და ღვთისმსახურებას ესწრებოდა მრევლი.

,,მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს ვულოცავთ მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს!
წმინდა ილარიონ ქართველის ლოცვით და მეოხებით უფალმა მრავალჟამიერი სიცოცხლე მოგმადლოთ და გაგაძლიეროთ ჭეშმარიტ მსახურებაში ღვთისა და ერის წინაშე, არ მოგაკლოთ სულის სიმშვიდე, ჯანმრთელობა და მოგცეთ ძალა, რომ კვლავაც ჩვეული შემართებით დამოძღვროთ მრევლი და გააძლიეროთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.


მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!"

აღნიშნულია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ოფიციალურ facebook გვერდზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ