„დავითიანნში“ კულტურის კომიტეტი ჩამოყალიბდა
ახალი კომიტეტის მიზანია ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების გაღრმავება.
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ორგანიზაცია „დავითიანნში“ ჩამოყალიბდა კულტურის კომიტეტი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული ძეგლების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
კომიტეტი ერთიანებს აქტიურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნის გაღრმავებისა და თვითგანვითარების პარალელურად, საზოგადოებაში ეროვნული კულტურისადმი ყურადღება და ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერონ.
კულტურის კომიტეტი გეგმავს საგანმანათლებლო ღონისძიებების, გასვლითი შეხვედრებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09