ახალი ბანას გუნდი ჩეხეთში სოლო კონცერტით წარსდგა
კარლოვი-ვარის მუსიკალური ფესტივალის შემდეგ ქართველმა მომღერლებმა დამოუკიდებელი პროგრამა წარმოადგინეს.
ჩეხეთში, კარლოვი-ვარის მუსიკალურ ფესტივალში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ – სადაც 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იყო შეკრებილი – ახალი ბანას გუნდი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარდგა.
ქართველი შემსრულებლების დამოუკიდებელი პროგრამა განსაკუთრებული ინტერესით და ოვაციებით მიიღეს. კონცერტი ფესტივალის საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება გახდა.
ღონისძიებას მხარს უჭერდნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო და *Suliko Fest Karlovy Vary*, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ახალი ბანას გუნდის გამოჩენა ჩეხეთის მუსიკალურ სცენაზე.
შეგახსენებთ, ჩეხეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, „ახალი ბანას გუნდი“ სხვადასხვა ქალაქში გამართავს კონცერტებსა და შეხვედრებს, სადაც წარმოაჩენს ქართულ მუსიკალურ ტრადიციებსა და უნიკალურ შესრულების სტილს.
ფესტივალებზე მონაწილეობა ქართველ მუსიკოსებს საშუალებას მისცემს გააცნონ ქართული კულტურა საერთაშორისო აუდიტორიას და დაამყარონ თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან.
მართლმადიდებელ ჯურნალისტთა კავშირი წერდა, „ბანას“ ახალი ანსამბლი ჩეხეთში მუსიკალურ ტურნეზე გაემგზავრა.