საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღირებულებითი განათლების მორიგი შეხვედრა გაიმართა

7 ნოემბერი 2025 13:42
252
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ფოტო: ღია წყარო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ფოტო: ღია წყარო

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღირებულებითი განათლების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და სასულიერო პირები.

შეხვედრას უძღვებოდა დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ნიკოლოზ როინიშვილი, რომელმაც ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობასა და მის როლზე მოზარდების მსოფლმხედველობის ფორმირებაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების სასწავლო პროგრამა. ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 53 სკოლაში 100-ზე მეტი განათლების კლუბი ფუნქციონირებს. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მიზნად ისახავს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობას.

შეგახსენებთ, ლიდერთა კლუბის წევრებმა საქველმოქმედო ვიზიტი თავისუფალ სატრაპეზოში განახორციელეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ