საქართველოს საპატრიარქო სამძიმარს უცხადებს ალი-ისაევ-ავარსკის ოჯახსა და ახლობლებს

2824
29 სექტემბერი 2025 21:19
101
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ფოტო: ღია წყარო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ფოტო: ღია წყარო

ღრმა მწუხარებით იუწყებიან რომ გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი,პოეტი და რეჟისორი.

საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს: ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი-ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი.
მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს, რაც გმირობის ტოლფასი საქმე იყო.
ვუსამძიმრებთ ალი ავარსკის (ასე უწოდებდა თავის თავს) ოჯახის წევრებს, ახლობლებს როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ კეთილშობილი, უანგარო, ნიჭიერი პიროვნების ხსოვნა.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი მასზე წერდა:
„როცა კავკასიელების ერთმანეთთან რთულ ურთიერთობებზე ვმსჯელობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ მიიღეს ავარელებმა (დაღესტანი). რუსები მათ უკვე აიარაღებდნენ და გამოგზავნასაც აპირებდნენ, მაგრამ საქმეში ჩაერია ქართველების სიძე – ალი ისაევ-ავარსკი. მისი დიდი ძალისხმევის შედეგად ავარელებმა უარი თქვეს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებაზე, რის გამოც დიდი უსიამოვნებები შეხვდათ რუსების სარდლობისგან... ფაქტია, ალი ისაევ-ავარსკიმ ბევრი ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა. მადლობა მას ამდენი წლის შემდეგ.

ახალგაზრდებს შეგახსენებთ: ალი ისაევ-ავარსკი არის შესანიშნავი მსახიობი, რეჟისორი და პოეტი, გამოსცა ლექსების რამდენიმე კრებული. დაამთავრა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კინომსახიობთა სასწავლო სტუდია (ხელმძღვანელები: ელდარ შენგელაია, რეზო ჩხეიძე) 1974 წელს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და არჩეულია თბილისის საპატიო მოქალაქედ. მისი მეუღლე, მზია იაშვილი, გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოლოგი საქართველოში. ეს იყო უაღრესად ლამაზი, კულტურული და კეთილშობილი კავკასიური ტრადიციების მატარებელი ოჯახი.“

ალი ისაევ-ავარსკი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, დაღესტნის რესპუბლიკის მედლით „შამილი“ 1998 წელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ქართულ-დაღესტნური ურთიერთობების გაღრმავებისა და ომის დროს შეტანილი წვლილისთვის 2017 წელს, ასევე საქართველოს კინოაკადემიისა და მწერალთა კავშირების პრემიებით. იგი არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ.

მისი მეუღლე, მზია იაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოლოგი იყო საქართველოში. ეს ოჯახი წარმოადგენდა კავკასიური ტრადიციების, კულტურისა და კეთილშობილების ნიმუშს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისში სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავი აღნიშნეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ