მსოფლიო პატრიარქი: ათონის სახლი სულიერი მსახურების ცოცხალი ცენტრია
თესალონიკში ათონის სახლის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს.
თესალონიკის ცენტრალურ კინოთეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიძღვნილი იყო ათონის სახლის 25 წლის იუბილესადმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, იერარქები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ ათონის სახლი „კვლევის, კულტურისა და სულიერი მსახურების ცოცხალ ცენტრია“ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის არსებობაში წვლილი შეიტანა.
ათონის სახლი, რომელიც 25 წლის წინ თესალონიკის მუნიციპალიტეტისა და ათონის მთის წმინდა თემის თანამშრომლობით შეიქმნა, წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სულიერ ცენტრს, სადაც ტარდება კვლევები, გამოფენები და საგანმანათლებლო აქტივობები. მისი მიზანია ათონის მთის სულიერი მემკვიდრეობის გაცოცხლება, პოპულარიზაცია და თანამედროვეობაში ინტეგრირება.
მსოფლიო პატრიარქმა ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა ათონის მთის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის, მონაზვნობის როლი როგორც „ეკლესიის გულსა და ასკეტური სულისკვეთების“ დინამიკურ გამოვლინებას. მისი თქმით, ათონის სახლი არა მხოლოდ სულიერი, არამედ კულტურის მნიშვნელოვანი ინსტიტუტიცაა, რომელიც თესალონიკს უნიკალურ პრივილეგიას ანიჭებს.
თესალონიკის მერმა და ათონის სახლის პრეზიდენტმა სტელიოს ანგელუდისმა აღნიშნა, რომ ქალაქის სიახლოვე ათონთან არის „უნიკალური კურთხევა“, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაამშვენა და განამტკიცა ქალაქის სულიერი და კულტურული ურთიერთობები წმინდა მთასთან.