წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ბერის ხატი. ფოტო: ჩრდილოეთ ამერიკის ფეისბუქ გვერდი
წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის რელიკვიის შემცველი ხატისა და „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი“ ხატის ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე ხატების ჩამობრძანება, მიმდინარე თვის ბოლოს, კანადის ოთხ ქალაქში ქართული მართლმადიდებლური თემების მონახულებით გაგრძელდება.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ის საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს სახელმწიფოს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
კანადის პროგრამა მოიცავს წმინდა გაბრიელისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებებს, ასევე — ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას მიერ აღვლენილ საეპისკოპოსო წირვებს.
• მონრეალი — ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 19:00 საათი. წმინდა გაბრიელის პარაკლისი წმინდა სამების სახელობის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (მისამართი: 349 Melville Ave., Westmount, QC H3Z 2J7). ღონისძიების მასპინძელია წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური მისია.
• ვანკუვერი — ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 19:00 საათი. წმინდა გაბრიელის პარაკლისი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (მისამართი: 7837 Canada Way, Burnaby, BC V3N 3K8). ღონისძიების მასპინძელია „ათცამეტი ასურელი მამის“ სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
• კალგარი — შაბათი, 24 ოქტომბერი, 10:00 საათი. ეპისკოპოს საბას მიერ აღვლენილი საეპისკოპოსო წირვა წმინდა სვიმეონის სახელობის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (მისამართი: 16025 243 Ave. E, Calgary, AB T1S 4C3). ღონისძიების მასპინძელია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული მართლმადიდებლური მისია.
• კუკსტაუნი (ტორონტოსთან ახლოს) — კვირა, 25 ოქტომბერი, 09:30 საათი. ეპისკოპოს საბას მიერ აღვლენილი საეპისკოპოსო წირვა ღვთისმშობლის „ივერიის“ ხატის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (მისამართი: 21 Church St., Cookstown, ON L0L 1L0).
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრძანეს.
წაიკითხეთ ასევე
20 ოქტომბერს ეკლესია წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენებას აღნიშნავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ სიცოცხლე ეკლესიის, სამშობლოსა და ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნა.
მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა.
ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ
სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას გამოეხმაურა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის შეზღუდვა საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა და ლიტურგიკული წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
კონფერენციის მოხსენებები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხებს, ალავერდელი ეპისკოპოსის ზებედესა და წმინდა ნინოს ჯვრის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევას შეეხებოდა.
ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა
კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.