ეკვადორში მსახურების დროს ჩამოვარდნილმა ჯვარმა კათოლიკე მღვდელი იმსხვერპლა

კათოლიკე მღვდელი პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი. ფოტო: irishstar
2026 წლის 17 ოქტომბერს ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, პერპეტუო სოკოროს ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს ტრაგიკულად დაიღუპა კათოლიკე მღვდელი პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი. საკურთხევლის უკან, კედელზე დამაგრებული დიდი ხის ჯვარი მოულოდნელად ჩამოვარდა და სასულიერო პირს დაეცა. მსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რის გამოც შემთხვევა ვიდეოჩანაწერშიც აისახა.
ტაძარში მყოფმა მორწმუნეებმა მღვდლის დახმარება სცადეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოითხოვეს. მისი გარდაცვალება გუაიაკილის არქიეპარქიამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. განცხადებაში თანაგრძნობა გამოუცხადეს მღვდლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და რედემპტორისტთა კონგრეგაციას, რომლის წევრიც მამა პატრისიო იყო.
მედიის ცნობით, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე სასულიერო პირი ქადაგებისას ადამიანის სიცოცხლის წარმავლობასა და ღმერთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა.
„ძვირფასო ძმებო, ერთ დღეს ყველა ჩვენგანი, ვინც აქ ვართ, მოვკვდებით“, — მიმართა მან მორწმუნეებს. ქადაგებისას მღვდელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რას უთმობს ადამიანი საკუთარ დროს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სულიერი ცხოვრებისათვის გამოყენება.
ჯვრის ჩამოვარდნის მიზეზი გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში განმარტებული არ ყოფილა. არქიეპარქიას არც ის დაუზუსტებია, მღვდელი ადგილზე გარდაიცვალა თუ სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ.
მართლმადიდე ბელ ჟურნალისტების კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომის კათოლიკე მღვდელი სასტიკად სცემეს მის ბოლო წირვაზე.
წაიკითხეთ ასევე
პატრიარქმა შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღასრულა
ღვთისმსახურების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მოყვასისა და მტრის სიყვარულზე იქადაგა და სასულიერო პირებს საიუბილეო სამღვდელო ჯვრები გადასცა.
პატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა
წმინდა საბა სერბელის სახელობის სემინარიის წარმომადგენლები საქართველოს სერბეთის პატრიარქ პორფირეს ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ.
ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს
საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.
მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი
„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი
ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.