სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა.

2026 წლის 11 ოქტომბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა. ამ დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღვთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს, დალოცა სამწყსო და ეპარქიის დაარსების დღე მიულოცა. 

სურამისა და ხაშურის ეპარქია 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაარსდა. ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრად მაშინ იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი) გამოარჩიეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა: მიტროპოლიტმა სტეფანემ ლაილაშის ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.

უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება

17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.

მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა

შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.

ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.