აშშ-ი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გაბრიელის ხატები ჩააბრძანეს

მღვდელმონაზონი შენგელია ირინეოსი და მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ღვთისმშობლის ხატით. ფოტო: მანჰეტენის ქართული სამრევლო

მღვდელმონაზონი შენგელია ირინეოსი და მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ღვთისმშობლის ხატით. ფოტო: მანჰეტენის ქართული სამრევლო

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს სახელმწიფოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დელეგაცია ჩავიდა.

დელეგაციამ ამერიკაში ჩააბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი და წმინდა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატი, რომელშიც წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული.

ამ თემაზე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა
კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ — შეხვედრას საქართველოსა და სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციასა და სიწმინდეებს დახვდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ეპარქიის სამღვდელოება, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაკა ბართაია და ადგილობრივი სამრევლოების წარმომადგენლები.

წმინდა ხატებისა და წმინდა ნაწილის ამერიკაში ჩაბრძანება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა იქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებელი მრევლისთვის. საიუბილეო ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მემკვიდრეობისა და ქრისტიანული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება და სამშობლოსთან სულიერი ერთობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა.

წაიკითხეთ ასევე

„პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს

11 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგია და სამშვიდობო პარაკლისი აღასრულა.

აშშ-ი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გაბრიელის ხატები ჩააბრძანეს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩასულ დელეგაციას ნიუ-იორკში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, სამღვდელოება და ქართული სამრევლოების წარმომადგენლები დახვდნენ.

თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ მნიშვნელობას მიეძღვნა.

12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება

 იგი იყო ქართლელი აზნაური, მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული. ერში ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა დახმარებით.

11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი (შემდგომში ცნობილი როგორც ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნებისა და ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. 

შიო III: „წმინდა იოანეს ლოცვით უფალმა მოგვმადლოს რწმენა,სიყვარული,სიმდაბლე“

კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მოციქულის სიყვარულზე, რწმენის სიმტკიცესა და მისი სახარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე იქადაგა.