ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია. ფოტო: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია. ფოტო: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

26 სექტემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში უცხოური ენების კათედრის წევრებმა — ანი დანგაძემ და ნათია გუბელაძემ — ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გამართეს.

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის მე-5 „ა“ და მე-5 „ბ“ კლასების მოსწავლეები. აქტივობა სხვადასხვა ევროპული ენის შესახებ ცოდნის შემოწმებასა და მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.

ამ თემაზე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი „My Voice, Our Future“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებს შეეხებოდა.

ვიქტორინა საგანმანათლებლო ხასიათთან ერთად სახალისო და მრავალფეროვანი იყო. მოსწავლეებს სხვადასხვა ევროპული ენის შესახებ შეკითხვებთან ერთად სიმღერებისა და ცეკვების ამოცნობაც უწევდათ, რამაც აქტივობას განსაკუთრებული ინტერესი შესძინა.

ვიქტორინის შედეგად პირველი ადგილი დაიკავეს მე-5 „ა“ კლასის პირველმა ჯგუფმა „Super Stars“-მა და მე-5 „ბ“ კლასის პირველმა ჯგუფმა „Pirates“-მა. მეორე ადგილით დაჯილდოვდა მე-5 „ბ“ კლასის მეორე ჯგუფი „Winners“, ხოლო აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა მე-5 „ა“ კლასის მეორე ჯგუფი „Makron“.

ღონისძიებას ესწრებოდა სასწავლო პროცესის კოორდინატორი იამზე ჩოგოვაძე, რომელმაც დადებითად შეაფასა ჩატარებული აქტივობა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.

ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილმა ვიქტორინამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ცოდნა სახალისო და ინტერაქტიული ფორმით გაეღრმავებინათ და ევროპული ენებისა და კულტურის მიმართ ინტერესი გაეღვივებინათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

წაიკითხეთ ასევე

გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში

მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.

ფერისცვალების სამრევლო სკოლაში დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩს შეხვდებიან

შეხვედრის თემა იქნება „წმინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავით აღმაშენებლამდე“.

1 ოქტომბერს ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავთა ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა მოწამეებმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა XVII საუკუნეში ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის მოწამეობრივი აღსასრულით დაამოწმეს ერთგულება.

რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება

ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.