ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს
სტუდენტების დაჯილდოება ქუთაისში. ფოტო: rustavi2
ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქალაქის მკვიდრმა 48 აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა და მაღალი შედეგებით გამოირჩეოდა.
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილესთან ერთად გადასცა.
ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წარმატებული ახალგაზრდები დალოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის, განცხადებით, მუნიციპალიტეტი წარჩინებული ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს დავაჯილდოვეთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მაქსიმალური შედეგი დადეს ეროვნულ გამოცდებზე. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ მხარს წარჩინებულ მოსწავლეებს და ასეც გავაგრძელებთ მომდევნო წლებშიც“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
წაიკითხეთ ასევე
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.
გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.
ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა
ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
წმ. გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მძლეოსნობაში მონაწილეობდა
წყალტუბოში, სასკოლო ოლიმპიადა 2026-2027-ის ფარგლებში, მძლეოსნობაში 2010-2012 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის შეჯიბრება გაიმართა.