ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი. ფოტო: Marneuli Hujabi

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.

ეპისკოპოსის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით რაიმე ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.

ამ თემაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი განცხადებას ავრცელებს
„როგორც მღვდელმთავარი, ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების დაცვით“ — ეპისკოპოსი გიორგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„ჩვენთვის ქურმუხის ტაძარს აქვს ისტორიული, საეკლესიო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა“, – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის ინტერესს არ წარმოადგენს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, არამედ ქურმუხის ტაძრის ისტორიული სახის, სიწმინდისა და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დაცვა.

ეპისკოპოსმა გიორგი აღნიშნა, რომ მსგავსი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს.

„ეს არის პირადად ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია“, – აღნიშნა მან.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა განცხადება ბიბლიური სიტყვებით დაასრულა:

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.

წაიკითხეთ ასევე

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.

ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.