შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გორისა და ატენის ეპარქიაში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება.

ლოცვითი მსვლელობის ფარგლებში უკვე დაილოცა შიდა ქართლის სამხრეთი მხარე, ამჟამად კი ლოცვითი მსვლელობა რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში გრძელდება.

19 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლოცვითი მსვლელობის მონაწილეები კოდისწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან. აღევლინება ლოცვა და შესრულდება სოფლის კურთხევის წესი.

ლოცვითი მსვლელობის მიზანია შიდა ქართლის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათი ოჯახებისა და მთელი მხარისთვის ღვთის შეწევნისა და მფარველობის თხოვნა, ასევე ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეროვნული სულიერი მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა.

მსვლელობაში მონაწილეობა სასულიერო პირებსა და მრევლთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მომლოცველობითი მსვლელობა გაიმართა.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.