მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე

15 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გახსნა. მღვდელმთავარმა კონფერენციის მნიშვნელობაზე და აკადემიკოს მზექალა შანიძის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ. საქართველოს ეკლესიის მეთაურის მისასალმებელი სიტყვა დამსწრე საზოგადოებას მეუფე იოანემ გააცნო.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა სამეცნიერო თემაზე მოხსენებები წარმოადგინეს. მათ შორის განხილული იყო ბერძნული ფსალმუნის გამოცემის ტრადიცია და მეთოდი, ციფრული გამოცემა გიოტინგენის პროექტში, თეოდორიტეს ბიბლიის ტექსტის ძიების მაგალითები 39-ე ფსალმუნიდან, ასევე მზექალა შანიძის საქმიანობა ქართული ფსალმუნების გამოცემის მიმართულებით და ქართული ფსალმუნის გამოცემის პერსპექტივები.

ღონისძიების დასასრულს ანსამბლმა „სახიობამ“ საგალობლები შეასრულა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.

გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პროფესორებმა კი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ქართული ფსალმუნების გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

16 სექტემბერს ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზს, ნიკომიდიელ ეპისკოპოსს მოიხსენიებს

წმინდა ანთიმოზი დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მმართველობის დროს, ქრისტიანთა სასტიკი დევნის პერიოდში აღესრულა.

ღირებულებითი განათლების კლუბების დაფუძნება სკოლებში გრძელდება

პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი სასულიერო პირი გადამზადდა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს კი საქართველოს საპატრიარქო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გუშინ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მრევლს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს კი ახალი სასწავლო წლის დაწყება და სწავლაში წარმატებები უსურვა.

ყინწვისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დიდ სქემაში აღიკვეცა

ბერი ნაუმი (მაჭუტაძე) დიდ სქემაში აღკვეცისას წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად იოანეს სახელით იკურთხა.