მთავარეპისკოპოს ექვთიმეს ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავენ

 გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)

რუის-ურბნისის ეპარქია გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა) ეპისკოპოსად კურთხევის დღეს ულოცავს.

ამ მნიშვნელოვან და ღირსშესანიშნავ დღეს მეუფე ექვთიმეს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცესა და უფლისგან ბოძებულ ძალას, რათა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახუროს წმინდა ეკლესიასა და ქართველ ერს.

მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ერისკაცობაში — თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა; დ. 1953, თბილისი) — გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1990 წელს ბერად აღკვეცა, 1991 წელს კი მღვდლად აკურთხეს. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით 2003 წლის 18 აგვისტოს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 2011 წლის 16 ნოემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კეხიჯვარში ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხეს.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.