ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა

ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია. ფოტო: მჟკ
22 აგვისტოს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ლექციის მთავარი თემა საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლა და ქართველი ხალხის გაქრისტიანება იყო. თეოლოგმა მსმენელებს წმინდა ნინოს მოღვაწეობასა და მის განსაკუთრებულ როლზე ესაუბრა, რომელმაც უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ისტორიასა და ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში.
შეხვედრის ფარგლებში აკაკი მინდიაშვილი ასევე შეეხო საქართველოს ეკლესიის ისტორიის რთულ პერიოდებს, მათ შორის მე-19 საუკუნეს, როდესაც ეკლესიური ცხოვრება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და არაერთი ტაძარი დაცარიელდა.
აღსანიშნავია, რომ თეოლოგი ამჟამად წმინდა ნინოს შესახებ წიგნზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.
ლექცია შემეცნებით გარემოში წარიმართა და მსმენელებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ყვიბისში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი აშენდება.
წაიკითხეთ ასევე
ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა
წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.
პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში 24 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს; ასევე გაიმართება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს
იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ლაილაშის ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში მეუფემ 8 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია და პარაკლისი შეასრულა.
9 ოქტომბერს ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს
ქრისტეს საყვარელი მოწაფე წმინდა მოციქული და მახარებლი იოანე ღვთისმეტყველი რომლის ქადაგების უმთავრეს გზავნილს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს წარმოადგენდა.