საუკუნეების შემდეგ სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა აღსრულდა

მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი
საუკუნეების შემდეგ, სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა აღსრულდა — მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა.
შეგახსენებთ, რომ ფერიცვალების დიდებულ დღესასწაულზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მაცხოვრის შობის ტაძარში სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერ-დიაკონი გიორგი (ქობალია) მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
ეს დღე განსაკუთრებული სიხარულისა და მადლიერების მომტანი გახდა როგორც სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის საძმოსთვის, ისე ადგილობრივი მრევლისა და მთელი ეპარქიისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ მღვდელ-მონაზონ გიორგის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და ვუსურვებთ ღვთის შეწევნას, სულიერ სიმტკიცესა და ნაყოფიერ მსახურებას უფლის წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.
მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა
შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.