დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძე: „მეუფე გერასიმეს წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა“
დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძე. ფოტო: სოციალური ქსელი
დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და მათ „ცილისმწამებლური კამპანიის“ ნაწილად აფასებს.
მისი თქმით, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაპირველად აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ საუბარს არ აპირებდა, თუმცა ეკლესიისა და მიტროპოლიტ გერასიმეს მიმართ გავრცელებული ბრალდებების გამო, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საჭიროდ მიიჩნია.
დეკანოზი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეპარქიამ მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი მისი მამის უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე განმარტებით, უარის საფუძველი, ეკლესიის შეფასებით, დაკავშირებული იყო გარდაცვალების გარემოებებთან. დეკანოზი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი სეფსისი გახდა, რომელიც, მისი განცხადებით, ორსულობის შეწყვეტის მიზნით მიღებულმა მედიკამენტებმა გამოიწვია. ამ კონტექსტში იგი საუბრობს ეკლესიის დამოკიდებულებაზე აბორტის მიმართ და აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში მიცვალებულის ტაძარში დასვენება ეკლესიის მიერ მძიმე ცოდვის შეწყნარებად ჩაითვლებოდა.
განცხადების დასასრულს დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს უთქვამს უარი ტაძარში დასვენებასა და წესის აგებაზე არც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის და არც მათი ოჯახის წევრებისთვის. მისი შეფასებით, ეკლესიის წინააღმდეგ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია აზიანებს როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე საზოგადოებას.
დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა მხარეების პოზიციები, არსებობის შემთხვევაში, დამატებით გამოქვეყნდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.