30 ივლისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა დიდმოწამე მარინეს მოიხსენებს
წმინდა დიდმოწამე მარინე
30 ივლისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა დიდმოწამე მარინეს იხსენებს. წმიდა მარინე პასიდიის ანტიოქიაში, წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამ მცირეწლოვანი შვილის აღზრდა კეთილმსახურმა გამდელს მიანდო, რომელმაც იგი ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა.
იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის დაწყების პერიოდში, ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს შეხვდა. მისი სილამაზით მოხიბლულმა ეპარქმა ქალწულის ვინაობა და წარმომავლობა გამოიკითხა. წმიდა მარინემ არ დამალა, რომ ქრისტიანი იყო და ქრისტესთვის ცხოვრების მიძღვნას აპირებდა.
ამის შემდეგ ოლიმბრმა მისი შეპყრობა ბრძანა და იმედი ჰქონდა, რომ ქალწულს სარწმუნოების უარყოფაზე დაიყოლიებდა. თუმცა წმიდა მარინემ განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ აღიარა ქრისტე. იგი სამსჯავროზე წარადგინეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ ვერც მუქარამ და ვერც დაპირებებმა ვერ შეარყია მისი რწმენა.
საპყრობილეში წმიდა მარინე განუწყვეტლივ ლოცულობდა. გადმოცემის მიხედვით, ღამით მის თავს ზემოთ ნათელი ჯვარი გაბრწყინდა, მასზე თეთრი მტრედი დაჯდა და ზეციური ხმა გაისმა, რომელმაც წმიდანი განამტკიცა. სასწაულებრივად განკურნებულმა მოწამემ კვლავ ადიდა უფალი და მეორე დღეს გაძლიერებული წარდგა მსაჯულის წინაშე.
ეპარქმა მომხდარი სასწაული კერპებს მიაწერა და წმიდა მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, თუმცა ნეტარმა მოწამემ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. სასტიკი წამების შემდეგ იგი წყლით სავსე დიდ კოდში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ძალით კვლავ გადარჩა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია.
განრისხებულმა ეპარქმა ბრძანა ქრისტეს აღმსარებელთა დახოცვა — ამ დროს ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა. ბოლოს კი წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს და მან მოწამებრივი გვირგვინი მიიღო.
წმიდა დიდმოწამე მარინეს უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას იყო დაცული. გადმოცემის მიხედვით, 1204 წლამდე ისინი კონსტანტინოპოლში, პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. დღეს ათონის ვათოპედის მონასტერში დაცულია წმიდანის პატიოსანი მკლავი, ხოლო მეორე მკლავი საქართველოში ინახება.
წმიდა დიდმოწამე მარინე ქრისტიანთათვის რწმენის სიმტკიცისა და უფლისადმი ერთგულების მარადიულ მაგალითად რჩება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, დღეს ღირსი პაისი მთაწმინდელის ხორციელი შობის დღეა.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს
მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.