გარდაიცვალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან გოლეთიანი
დეკანოზი ლევან გოლეთიანი.ფოტო: ჭყონდიდის ეპარქია
ცაგერისა და ლენტეხის, აგრეთვე ჭყონდიდის ეპარქიებმა მწუხარებით გაავრცელეს ინფორმაცია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ლევან გოლეთიანის გარდაცვალების შესახებ.
ეპარქიის ცნობით, 28 და 29 ივლისს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზ ლევანის სულის მოსახსენებლად წირვა-ლოცვა და პანაშვიდები აღევლინება.
30 ივლისს, დილის 07:00 საათზე, იმავე ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურგია და წესის აგება. ამის შემდეგ, 12:00 საათზე, მიცვალებულს მის მშობლიურ სოფელ ნაკურალეშში გადაასვენებენ, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პანაშვიდი აღევლინება, ხოლო დაკრძალვა დიდგორის გორაზე გაიმართება.
ცაგერისა და ლენტეხის, აგრეთვე ჭყონდიდის ეპარქიები სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს მოუწოდებენ, თავიანთ წმინდა ლოცვებში მოიხსენიონ დეკანოზ ლევან გოლეთიანის სული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.