ეპისკოპოსმა სვიმეონმა წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონი სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

26 ივლისს, საკვირაო საღმრთო ლიტურგია სურამის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა.

ღვთისმსახურებას ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სვიმეონმა მრევლს ქადაგებით მიმართა და კვირის დღის მნიშვნელობაზე, რწმენის განმტკიცებასა და ეკლესიურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საკვირაო მსახურებისას მორწმუნეებმა ერთობლივი ლოცვით შეავედრეს უფალს საკუთარი ოჯახები, სამშობლო და სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მონასტერში დღესასწაული საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.