ზვიად გამსახურდიას ცენტრში კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, თემაზე:
,,ღმრთისმშობლის წილხვდომილობის ისტორია და მისი მნიშვნელობა".
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
ელდარ ბუბულაშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ალექსანდრე დაუშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

შეგახსენებთ, 2026 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, ზუგდიდში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე — ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ცენტრი გახსნეს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხატმწერ მანონ მაქაცარიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

 

წაიკითხეთ ასევე

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.

გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი

გამოცემაში მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, საეკლესიო ქრონიკას, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ახალ გამოცემებს გაეცნობა.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.